ყველა ვაკანსია

ERP და ავტომატიზაცია

Odoo უფროსი კონსულტანტი

თბილისიგამოქვეყნდა 28 ივლ 2026განაცხადები ღიაა

აღწერა

BeeWise არის ბიზნესის 360°-იანი მართვის ჰაბი, სადაც ფინანსური სიზუსტე, საგადასახადო გამჭვირვალობა და პროცესების ავტომატიზაცია ერთ სისტემაში და ერთ გუნდში ერთიანდება. BeeWise ეძებს გამოცდილ Odoo უფროს კონსულტანტს. თუ შენთვის ERP სისტემის დანერგვა უბრალოდ ტექნიკური პროცესი კი არა, ბიზნესის ტრანსფორმაციის და პროცესების გაჯანსაღების რეალური შესაძლებლობაა, ეს როლი შენთვისაა.

მოვალეობები

  • ბიზნეს-პროცესების ანალიზი: კლიენტების მოთხოვნების სიღრმისეული შესწავლა, შეფასება, დახარისხება და დოკუმენტირება.
  • პროცესების რუკის შედგენა (Mapping): არსებული (AS-IS) პროცესების გაანალიზება და მათი ზუსტი მორგება Odoo-ს სტანდარტულ მოდულებზე (TO-BE).
  • სისტემის კონფიგურაცია: Odoo-ს ძირითადი მოდულების (გაყიდვები, CRM, ბუღალტერია/ფინანსები, საწყობი/ლოგისტიკა, წარმოება, HR, პროექტები) კონფიგურაცია კლიენტის ბიზნეს-ლოგიკის შესაბამისად.
  • კომუნიკატორი ბიზნესსა და დეველოპერებს შორის: ტექნიკურ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა - ფუნქციური მოთხოვნების და პროტოკოლების განსაზღვრა.
  • ტესტირება (UAT): ტესტ-ქეისების მომზადება და მომხმარებლებთან ერთად ტესტირების პროცესის ორგანიზება.
  • Go-Live და ოპტიმიზაცია: დანერგვის პროცესის სრული მხარდაჭერა.
  • ცოდნის გადაცემა: მომხმარებლების ტრენინგი, სახელმძღვანელოებისა და სწრაფი გზამკვლევების შექმნა.
  • მხარდაჭერა: მიმდინარე საკითხების მართვა, პრობლემების დიაგნოსტიკა და ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზება.
  • პროდუქტის განვითარება: BeeWise-ის შიდა პროდუქტის გაუმჯობესებაში მონაწილეობა და ახალი იდეების გენერირება.

მოთხოვნები

გამოცდილება

  • მინიმუმ 2-3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება Odoo-ს ან სხვა წამყვანი ERP სისტემის კონსულტაციასა და იმპლემენტაციაში (Mid/Senior დონე). (Odoo-ს დანერგვის პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
  • End-to-End იმპლემენტაციის გამოცდილება - საწყისი მოთხოვნების შეგროვებიდან Go-Live-მდე.

ტექნიკური და ფუნქციური უნარები

  • ბიზნეს-პროცესების მოდელირება (AS-IS და TO-BE დიაგრამები, სასურველია BPMN სტანდარტის ცოდნა).
  • კონფიგურაციის მაღალ დონეზე ფლობა.
  • Odoo-ს ძირითადი მოდულების ღრმა, არქიტექტურული ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ბიზნეს უნარები და პიროვნული მახასიათებლები

  • ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.
  • ფინანსური ლოგიკის, საბაზისო საბუღალტრო პრინციპებისა და მიწოდების ჯაჭვის მართვის მყარი ცოდნა.
  • პროექტების მართვის უნარები - პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, დროის მენეჯმენტი და Stakeholder-ებთან ეფექტური კომუნიკაცია.
  • მკაფიო და სტრუქტურირებული კომუნიკაცია - როგორც ტექნიკურ, ისე ბიზნეს ენაზე საუბრის უნარი ქართულად და ინგლისურად.
  • სიმშვიდე სტრესულ სიტუაციებში - პრობლემის გადაწყვეტაზე ორიენტირებული მიდგომა.
  • პასუხისმგებლობის აღება საკუთარ საქმესა და შედეგებზე.
  • მუდმივი განვითარების, სიახლეების ათვისებისა და გუნდში ცოდნის გაზიარების სურვილი.

რას გთავაზობთ

  • სტაბილურობა და გამჭვირვალობა: კონკურენტული, სტაბილური შემოსავალი.
  • პროფესიული ზრდა: ინვესტიცია შენს განვითარებაში - ტრენინგები, Odoo-ს ოფიციალური სერტიფიცირების დაფინანსება და საერთაშორისო პროექტებში ჩართვის პერსპექტივა.
  • ჯანსაღი კულტურა: გუნდი, სადაც ვითხოვთ მაღალ ხარისხს, მაგრამ ვაფასებთ ადამიანურ ურთიერთობებსა და მხარდაჭერას.

როგორ შემოგვიერთდე

  • გამოგვიგზავნე შენი CV ან LinkedIn პროფილის ბმული ელ. ფოსტაზე: info@beewise.ge.
  • სასურველია, მეილში 2-3 წინადადებით მოკლედ მოგვიყვე შენი ყველაზე საინტერესო ERP სისტემის იმპლემენტაციის გამოცდილების შესახებ.