სერვისები · ERP და ავტომატიზაცია
Odoo ERP სისტემის დანერგვა და მხარდაჭერა
ERP სისტემა ბიზნესის ყველა პროცესს - გაყიდვებს, შესყიდვებს, საწყობს, წარმოებას, ბუღალტერიასა და ადამიანურ რესურსებს - ერთ მონაცემთა ბაზაში აერთიანებს. BeeWise, როგორც Odoo-ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, გეხმარებათ დანერგვის სრულ ციკლში: პროცესების ანალიზიდან სისტემის გაშვებამდე და შემდგომ მხარდაჭერამდე.
Official partnerInvoices
98%
auto-synced
Stock accuracy
99.2%
live
Manual entry
−74%
this year
Odoo modules
odoo.com
Odoo ERP - implemented & supported by BeeWise
მიმართულებები
რას მოიცავს სერვისი
ბიზნეს-პროცესების ანალიზი და ოპტიმიზაცია
არსებული (AS-IS) პროცესების აღწერა, ხარვეზების იდენტიფიცირება და სამომავლო (TO-BE) მოდელის შემუშავება, რომელსაც სისტემა უნდა მოერგოს - და არა პირიქით.
ERP პროექტის მოთხოვნების განსაზღვრა და დოკუმენტირება
ფუნქციური მოთხოვნების, მოდულების, ინტეგრაციებისა და ეტაპების განსაზღვრა, რაც პროექტის ბიუჯეტსა და ვადებს პროგნოზირებადს ხდის.
Odoo-ს ლიცენზიები
Odoo Enterprise-ის ლიცენზიების შერჩევა და შესყიდვა ოფიციალური პარტნიორის მეშვეობით, სწორი გეგმისა და მომხმარებელთა რაოდენობის განსაზღვრა.
დანერგვა და კონფიგურაცია
მოდულების კონფიგურაცია (გაყიდვები, CRM, საწყობი, შესყიდვები, ბუღალტერია, წარმოება, HR, პროექტები), მონაცემთა მიგრაცია, ტესტირება (UAT) და გაშვება (Go-Live).
მხარდაჭერა და განვითარება
მომხმარებელთა ტრენინგი, გაშვების შემდგომი მხარდაჭერა, ახალი მოდულებისა და ინტეგრაციების დამატება ბიზნესის ზრდასთან ერთად.
ვისთვის არის ეს სერვისი
- კომპანიებისთვის, რომლებიც რამდენიმე სხვადასხვა პროგრამასა თუ Excel-ის ფაილს იყენებენ და ვერ ხედავენ ბიზნესის ერთიან სურათს;
- სავაჭრო, სადისტრიბუციო და საწარმოო ბიზნესისთვის, სადაც მიწოდების ჯაჭვის (Supply chain) გამართულად ფუნქციონირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
- მზარდი კომპანიებისთვის, რომლებსაც მონაცემების ხელით შეყვანა და ორმაგი აღრიცხვა დროს აკარგვინებს და შეცდომების რისკს ზრდის;
- ორგანიზაციებისთვის, რომლებიც უკვე იყენებენ Odoo-ს და სჭირდებათ პარტნიორი სისტემის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის.
როგორ ვმუშაობთ
- 1
აღმოჩენა და ანალიზი
ვსწავლობთ თქვენს პროცესებს, მონაცემებსა და მიზნებს, ვადგენთ პრიორიტეტულ მოდულებსა და პროექტის მოცულობას.
- 2
დიზაინი და დაგეგმვა
ვამზადებთ TO-BE პროცესებს, ფუნქციურ მოთხოვნებს, ეტაპობრივ გეგმასა და ბიუჯეტს.
- 3
კონფიგურაცია და ტესტირება
ვაწყობთ სისტემას, გადმოგვაქვს მონაცემები და თქვენს გუნდთან ერთად ვატესტავთ რეალურ სცენარებზე.
- 4
გაშვება და მხარდაჭერა
ვასწავლით მომხმარებლებს, ვუშვებთ სისტემას და ვრჩებით თქვენ გვერდით გაშვების შემდეგაც.
FAQ
ხშირად დასმული კითხვები
რა არის Odoo და რატომ არის ის შესაფერისი ქართული ბიზნესისთვის?
Odoo არის ღია კოდის ბირთვზე აგებული მოდულური ERP სისტემა, რომელიც აერთიანებს CRM-ს, გაყიდვებს, შესყიდვებს, საწყობს, წარმოებას, ბუღალტერიას, HR-სა და პროექტების მართვას. მოდულური სტრუქტურა საშუალებას იძლევა, დაიწყოთ იმით, რაც ახლა გჭირდებათ, და გააფართოვოთ ბიზნესის ზრდასთან ერთად, რაც მას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელმისაწვდომ არჩევანად აქცევს.
რამდენ ხანს გრძელდება Odoo-ს დანერგვა?
ვადა დამოკიდებულია მოდულების რაოდენობაზე, პროცესების სირთულეზე, მონაცემთა მიგრაციის მოცულობასა და თქვენი გუნდის ჩართულობაზე. ამიტომ პროექტს ეტაპებად ვყოფთ: პირველ რიგში ვუშვებთ კრიტიკულ მოდულებს, დანარჩენს კი ეტაპობრივად ვამატებთ. კონკრეტულ კალენდარს ანალიზის ეტაპის შემდეგ ვადგენთ.
რა განსხვავებაა ERP სისტემასა და ბუღალტრულ პროგრამას შორის?
საბუღალტრო პროგრამა უკვე მომხდარ ოპერაციებს აღრიცხავს, ERP სისტემა კი უშუალოდ მართავს ბიზნესპროცესებს - შეკვეთიდან მიწოდებამდე, შესყიდვიდან გადახდამდე და ა.შ. შესაბამისად, საბუღალტრო გატარებები ამ პროცესების პარალელურად, ავტომატურად გენერირდება. მონაცემი სისტემაში მხოლოდ ერთხელ შედის, რის შემდეგაც ყველა განყოფილება ერთიან და რეალურ სურათს ხედავს. შეყვანილი ინფორმაციის წაშლა შეუძლებელია, რაც შიდა კონტროლის უმაღლეს სტანდარტს უზრუნველყოფს.
შესაძლებელია თუ არა Odoo-ს მორგება საქართველოს ბუღალტრულ და საგადასახადო მოთხოვნებზე?
დიახ. Odoo სრულად ადაპტირებულია ქართულ კანონმდებლობასთან. დანერგვისას განვსაზღვრავთ საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამის ანგარიშთა გეგმას, დღგ-სა და სხვა გადასახადების პარამეტრებსა და ფინანსური ანგარიშგების ფორმებს. გარდა ამისა, სისტემაში უკვე ინტეგრირებულია RS.ge-სთან (ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები, დეკლარაციები) და ქართულ მსხვილ ბანკებთან ავტომატური გაცვლითი კავშირი, ხოლო სხვა გარეგან სისტემებთან ინტეგრაციის საჭიროებას პროექტის მოთხოვნების შესწავლისას განვსაზღვრავთ.
რა ხდება დანერგვის შემდეგ?
პროექტის გაშვების შემდეგ BeeWise აგრძელებს სისტემის მხარდაჭერას, რაც მოიცავს: მომხმარებელთა კონსულტაციას, ახალი ფუნქციონალის დამატებას, სისტემურ განახლებებსა და პროცესების ოპტიმიზაციას. მხარდაჭერის ფორმატი და მოცულობა განისაზღვრება დამკვეთის ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.
ერთი ჰაბი
სხვა სერვისები
საგადასახადო მართვა
- საგადასახადო დავები
- საგადასახადო კონსულტაცია
- საგადასახადო შესაბამისობა
- ტრანსფერ ფრაისინგი
- ტრანზაქციებთან დაკავშირებული კონსულტაცია
ფინანსური და ბუღალტრული მომსახურება
- ბუღალტრული ფუნქციის აუთსორსინგი
- ფინანსური მენეჯერის მომსახურების აუთსორსინგი
აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
- აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
- სხვა დაკავშირებული მომსახურება
გეგმავთ ERP პროექტს?
დაჯავშნეთ კონსულტაცია და ერთად შევაფასებთ პროექტის მოცულობასა და სწორ პირველ ეტაპს.