სერვისები · ფინანსები და ბუღალტერია
ფინანსური და ბუღალტრული მომსახურება
ბუღალტერია მხოლოდ დეკლარაციების ჩაბარება არ არის. ეს არის სისტემა, რომელიც ბიზნესს აძლევს ზუსტ ციფრებს, დროულ ანგარიშგებას და გადაწყვეტილებების მიღების საფუძველს. BeeWise იღებს ბუღალტრულ და ფინანსურ ფუნქციას სრულად ან ნაწილობრივ და ხდება თქვენი საიმედო პარტნიორი ფინანსური სიზუსტისა და წესრიგის უზრუნველყოფაში.
Overview
Financial control
Revenue
₾ 248k
+12.4%
Tax due
₾ 31.2k
on track
Cash flow
₾ 96k
+4.1%
Cash flow · 7 mo
2026
მიმართულებები
რას მოიცავს სერვისი
ბუღალტრული ფუნქციის აუთსორსინგი
ჩვენ გთავაზობთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ ბუღალტრულ მომსახურებას, რაც დაგეხმარებათ ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების გამართულად და უშეცდომოდ მართვაში. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს პირველადი დოკუმენტაციის სრულყოფილ დამუშავებას, ხელფასების დროულ დარიცხვასა და ანგარიშსწორების პროცესების მეთვალყურეობას როგორც მომწოდებლებთან, ისე მყიდველებთან. ჩვენ ვზრუნავთ საგადასახადო დეკლარაციების ზუსტ მომზადებასა და კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაზე, რათა თქვენს კომპანიას ჰქონდეს მოწესრიგებული ფინანსური აღრიცხვა და მაქსიმალურად იყოს დაცული საგადასახადო რისკებისგან.
ფინანსური ანგარიშგების მომზადება
ჩვენ უზრუნველვყოფთ ფინანსური ანგარიშგების მომზადებას საერთაშორისო სტანდარტების (IFRS და IFRS for SMEs) სრული დაცვით, რაც თქვენს ფინანსურ მონაცემებს საერთაშორისო დონეზე გამჭვირვალესა და სანდოს ხდის. ჩვენი გუნდი სრულად მართავს ანგარიშგების მომზადებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ოფიციალურ პორტალზე წარდგენის პროცესს, რათა კომპანიამ უნაკლოდ შეასრულოს ყველა მარეგულირებელი მოთხოვნა.
ფინანსური მენეჯერის (CFO) აუთსორსინგი
ჩვენ გთავაზობთ ფინანსური მართვის სტრატეგიულ მხარდაჭერას, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ უმაღლესი დონის ექსპერტიზა სრული განაკვეთის CFO-ს აყვანისა და დამატებითი დანახარჯების გარეშე. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ბიუჯეტირების პროცესის სრულყოფილ დაგეგმვას, ფულადი ნაკადების ეფექტურ მართვასა და დროული მმართველობითი ანგარიშგების მომზადებას, რაც თქვენს ბიზნესს ფინანსურ სიზუსტესა და პროგნოზირებადობას სძენს. ჩვენ ვატარებთ სიღრმისეულ ფინანსურ ანალიზს და გეხმარებით დაფინანსების წყაროების მოზიდვისა თუ ოპტიმიზაციის საკითხებში, რათა მიიღოთ დასაბუთებული გადაწყვეტილებები კომპანიის მდგრადი ზრდისთვის.
აღრიცხვის აღდგენა და სისტემის აწყობა
ჩვენ გთავაზობთ გასული პერიოდების ბუღალტრული მონაცემების სრულყოფილ აღდგენასა და ოპტიმიზაციას, აღმოჩენილი ხარვეზების ეფექტურ გასწორებასა და კომპანიის სპეციფიკაზე მორგებული სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებას. ჩვენ ვუზრუნველყოფთ სააღრიცხვო პროცესების სრულყოფილ სტანდარტიზაციასა და მათ გამართულ ინტეგრაციას თანამედროვე მართვის სისტემებში, რათა თქვენმა ბიზნესმა შეუფერხებლად და გამჭვირვალედ იფუნქციონიროს.
ვისთვის არის ეს სერვისი
- მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის - გამართული ფინანსური აღრიცხვა დამატებითი ადმინისტრაციული ტვირთის გარეშე.
- კომპანიებისთვის, ვინც სწრაფად იზრდება და სჭირდება მყარი ფინანსური საყრდენი სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად.
- კომპანიებისთვის, ვისაც ესაჭიროებათ ფინანსური ანგარიშების მომზადება საკანონმდებლო ან ინვესტორების მოთხოვნით.
- კომპანიებისთვის, რომლებიც რთულ ERP სისტემაზე გადადიან და სურთ, რომ ბუღალტერიის მართვა მიანდონ ERP სისტემის მცოდნე გამოცდილ გუნდს.
როგორ ვმუშაობთ
- 1
არსებული მდგომარეობის შეფასება
ვსწავლობთ თქვენი ბიზნესის სპეციფიკას, არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს.
- 2
როლებისა და პროცესების განაწილება
ვახდენთ როლების გადანაწილებას, პროცესების სინქრონიზაციას და ვადების შეთანხმებას.
- 3
გადაცემა და აწყობა
ვიბარებთ სააღრიცხვო ბაზებს, ვასწორებთ ისტორიულ ხარვეზებს და ვაწყობთ ინტეგრირებულ სააღრიცხვო გარემოს.
- 4
მიმდინარე მომსახურება
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას მიმდინარე ბუღალტერიაზე, დეკლარაციებსა და პერიოდულ ანალიტიკურ ანგარიშგებაზე.
FAQ
ხშირად დასმული კითხვები
რას მოიცავს ბუღალტრული აუთსორსინგი და რა რჩება ჩვენს მხარეს?
სტანდარტულად BeeWise იღებს პასუხიმგებლობას სრული ბუღალტრული აღრიცხვის, პირველადი დოკუმენტაციის ასახვის, ხელფასების დარიცხვას, დეკლარირებასა და ანგარიშგების მომზადებაზე. თქვენს მხარეს რჩება პირველადი დოკუმენტების დროული მიწოდება და ბიზნეს-გადაწყვეტილებები. ზუსტი საზღვრები თანამშრომლობის დასაწყისში იწერება და თქვენი ბიზნესის ზრდასთან ერთად შეიძლება შეიცვალოს.
რომელი სტანდარტით მზადდება ფინანსური ანგარიშგება საქართველოში?
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, საწარმოები ზომის კატეგორიის შესაბამისად იყენებენ ფასს-ს (IFRS), მსს ფასს-ს (IFRS for SMEs) ან მეოთხე კატეგორიის საწარმოთა გამარტივებულ სტანდარტს. BeeWise განსაზღვრავს, რომელი სტანდარტი ეხება თქვენს კომპანიას, და ამზადებს ანგარიშგებას შესაბამისად.
რა არის CFO აუთსორსინგი და როდის მჭირდება?
CFO აუთსორსინგი ნიშნავს გამოცდილი ფინანსური მენეჯერის ჩართვას ნაწილობრივი ან სრული დატვირთვით: შესასრულებელი ფუნქცია მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება: ბიუჯეტის, ფულადი ნაკადების პროგნოზის, მმართველობითი ანგარიშგების, ფინანსური მოდელის მომზადებით.
შესაძლებელია თუ არა ბუღალტერიის Odoo-ში წარმოება?
დიახ. თუ თქვენი კომპანია Odoo-ს იყენებს ან მასზე გადასვლას გეგმავს, ბუღალტრული აღრიცხვა Odoo-ს ბუღალტრულ მოდულში წარმოებს და გაყიდვები, შესყიდვები, საწყობი და ფინანსები ერთ სისტემაში ერთიანდება. ერთი გუნდი აწყობს სისტემასაც და აწარმოებს აღრიცხვასაც.
ერთი ჰაბი
სხვა სერვისები
საგადასახადო მართვა
- საგადასახადო დავები
- საგადასახადო კონსულტაცია
- საგადასახადო შესაბამისობა
- ტრანსფერ ფრაისინგი
- ტრანზაქციებთან დაკავშირებული კონსულტაცია
აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
- აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
- სხვა დაკავშირებული მომსახურება
ERP სისტემის დანერგვა და მხარდაჭერა
- ბიზნეს პროცესების ანალიზი და ოპტიმიზაცია
- ERP პროექტის ფუნქციონალური მოთხოვნების განსაზღვრა და დოკუმენტირება
- სისტემა Odoo-ს ლიცენზიები, დანერგვა და მხარდაჭერა
გადაეცით ბუღალტერია ერთ გუნდს
გვიამბეთ თქვენს ბიზნესზე და შემოგთავაზებთ თანამშრომლობის შესაფერის ფორმატს.