სერვისები · საგადასახადო მართვა
საგადასახადო მართვა
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, RS.ge-ზე დეკლარირების პროცესები და საერთაშორისო ოპერაციები ბიზნესისგან მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. BeeWise-ის საგადასახადო გუნდი უზრუნველყოფს თქვენი საგადასახადო პოზიციის სიზუსტეს, დასაბუთებულობასა და დაცულობას - მიმდინარე შესაბამისობიდან რთული დავების მართვამდე.
Georgian Tax Code
Tax management
Tax due
₾ 31.2k
on track
Filings
12/12
on time
Risk level
Low
monitored
Filings · 2026
RS.ge
მიმართულებები
რას მოიცავს სერვისი
საგადასახადო კონსულტაცია
ჩვენ გთავაზობთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ კონსულტაციას, რაც დაგეხმარებათ ბიზნესის თითოეული ნაბიჯის სწორად და უსაფრთხოდ დაგეგმვაში. ჩვენი გუნდი მზადაა, გაგიწიოთ სიღრმისეული საგადასახადო მხარდაჭერა - ცალკეული ტრანზაქციებისა და ბიზნეს-მოდელების შეფასებიდან, წინასწარი გადაწყვეტილების მომზადებამდე. ჩვენ ვუზრუნველყოფთ არგუმენტირებულ წერილობით დასკვნებსა და რეკომენდაციებს, რომლებსაც დაეყრდნობით მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას. ჩვენს ექსპერტებს შეუძლიათ, ერთდროულად ხელი შეუწყონ თქვენი საქმიანობის ეფექტურ მართვას და უზრუნველყონ მისი სრული დაცულობა საგადასახადო რისკებისგან.
საგადასახადო შესაბამისობა
BeeWise-ის გუნდი გთავაზობთ საგადასახადო შესაბამისობის სრულ სპექტრს, რაც მოიცავს როგორც გასული პერიოდების ოპერაციების სიღრმისეულ მიმოხილვასა და რეტროსპექტიულ ანალიზს, ასევე მიმდინარე ტრანზაქციებისა და დეკლარირების პერმანენტულ მონიტორინგს. ჩვენი ექსპერტები ახდენენ საგადასახადო რისკების კომპლექსურ დიაგნოსტიკას, ვავლენთ პოტენციურ საფრთხეებს და ვქმნით პრევენციულ სტრატეგიას თქვენი ბიზნესის დასაცავად.
საგადასახადო დავები და ინტერესების დაცვა
ჩვენი გუნდი გაგიწევთ სრულ მხარდაჭერას საგადასახადო დავის წარმოებისას, რაც მოიცავს მოთხოვნილი დოკუმენტაციის მომზადებას, უწყვეტ კომუნიკაციას და სადაო საკითხების პრინციპულ განხილვას თქვენი ბიზნესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ვუზრუნველვყოფთ არგუმენტირებული საჩივრების მომზადებას შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარსადგენად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შევქმნით მყარ სამართლებრივ პოზიციას სასამართლო ინსტანციებისთვის. ჩვენი მიზანია თქვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვა და საგადასახადო რისკების ეფექტური განეიტრალება.
ტრანსფერ ფრაისინგი
საერთაშორისო ჯგუფებისთვის დაკავშირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციები საგადასახადო ორგანოების განსაკუთრებული ყურადღების საგანია. BeeWise-ის გუნდი გთავაზობთ დაკავშირებულ პირებთან ოპერაციების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის სიღრმისეულ ანალიზს, რათა თავიდან აიცილოთ საგადასახადო სანქციები. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ტრანსფერ ფრაისინგის სრულყოფილი დოკუმენტაციის მომზადებას ადგილობრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა მკაცრი დაცვით. გარდა ამისა, ვქმნით ტრანსფერ ფრაისინგის ინდივიდუალურ პოლიტიკას, რომელიც საშუალებას გაძლევთ, წინასწარ განსაზღვროთ ფასწარმოქმნის ეფექტური სტრატეგია, დააბალანსოთ ჯგუფის შიდა ფინანსური ოპერაციები და სრულყოფილად დაიცვათ თქვენი ბიზნესი საგადასახადო რისკებისგან.
ტრანზაქციებთან დაკავშირებული კონსულტაცია
მსხვილი კორპორატიული ცვლილებები, როგორიცაა კომპანიის რესტრუქტურიზაცია, შერწყმა, წილების გასხვისება თუ უცხორი ინვესტიციების შემოსვლა, ყოველთვის უკავშირდება მნიშვნელოვან საგადასახადო რისკებსა და ფინანსურ ვალდებულებებს. BeeWise-ის გუნდი გთავაზობთ მოსალოდნელი საგადასახადო შედეგების წინასწარ, სიღრმისეულ შეფასებას, რათა თითოეული სტრატეგიული გარიგება დაიგეგმოს მაქსიმალურად ეფექტურად და უსაფრთხოდ. ჩვენ ვახდენთ საერთაშორისო თუ ადგილობრივი ტრანზაქციების სრულ ანალიზს, ვავლენთ ფარულ საგადასახადო რისკებს და გიქმნით ოპტიმალურ სტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ინვესტიციების დაცულობასა და ბიზნესის მდგრად განვითარებას.
ვისთვის არის ეს სერვისი
- კომპანიებისთვის, რომლებსაც დაკავშირებულ მხარესთან გააჩნიათ საერთაშორისო ოპერაციები.
- კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ რომ მომზადებული შეხვდნენ საგადასახადო შემოწმებას ან უკვე მიიღეს ოფიციალური შეტყობინება შემოწმების დაწყების შესახებ.
- მზარდი ბიზნესისთვის, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი საგადასახადო გუნდი და ესაჭიროება სანდო გარე ექსპერტიზა.
- ინვესტორებისა და პარტნიორებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ სტრატეგიულ გარიგებებთან დაკავშირებული საგადასახადო რისკების წინასწარი დაზღვევა და შეფასება.
როგორ ვმუშაობთ
- 1
დიაგნოსტიკა
ვეცნობით თქვენს ბიზნეს-მოდელს, ოპერაციებსა და არსებულ საგადასახადო პრაქტიკას, ვადგენთ რისკებსა და პრიორიტეტებს.
- 2
პოზიციის შემუშავება
ვამზადებთ დასაბუთებულ საგადასახადო პოზიციას კანონმდებლობის, პრაქტიკისა და თქვენი ბიზნეს-მიზნების გათვალისწინებით.
- 3
განხორციელება
ვნერგავთ შეთანხმებულ გადაწყვეტებს: დეკლარირება, დოკუმენტაცია და კომუნიკაცია შემოსავლების სამსახურთან.
- 4
მუდმივი მხარდაჭერა
ვაკვირდებით საკანონმდებლო ცვლილებებს და დროულად ვარგებთ თქვენს საგადასახადო პრაქტიკას.
FAQ
ხშირად დასმული კითხვები
რა შემთხვევაში მჭირდება საგადასახადო კონსულტანტი, თუ ბუღალტერი უკვე მყავს?
ბუღალტერი უზრუნველყოფს ყოველდღიურ აღრიცხვასა და დეკლარირებას. საგადასახადო კონსულტანტი საჭიროა არასტანდარტული ოპერაციების, საერთაშორისო გარიგებების, რესტრუქტურიზაციის, შემოწმებისა და დავების დროს - როცა გადაწყვეტილების ფასი მაღალია და საჭიროა კოდექსის ინტერპრეტაცია და პოზიციის დასაბუთება.
როგორ მიმდინარეობს საგადასახადო დავა საქართველოში?
საგადასახადო შეტყობინების გასაჩივრება შესაძლებელია შემოსავლების სამსახურში, შემდეგ ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. თითოეულ ეტაპს აქვს ვადები და მტკიცებულებების მოთხოვნები, ამიტომ პოზიციის სწორად ჩამოყალიბება პირველივე ეტაპზეა მნიშვნელოვანი. BeeWise ამზადებს საჩივარსა და დასაბუთებას და წარმოგადგენთ განხილვის პროცესში.
ვის ეხება ტრანსფერ ფრაისინგის წესები?
საქართველოს საგადასახადო კოდექსით, ტრანსფერ ფრაისინგის წესები ვრცელდება დაკავშირებულ პირებს შორის საერთაშორისო ოპერაციებზე, ასევე შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების რეზიდენტებთან ოპერაციებზე. ასეთმა კომპანიებმა უნდა შეძლონ დაადასტურონ, რომ ფასები საბაზრო პრინციპს შეესაბამება, და მოთხოვნისას წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია.
შეგიძლიათ თუ არა მიმდინარე საგადასახადო შესაბამისობის სრულად ჩატარება?
დიახ. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ მიმდინარე ტრანზაქციებისა და დეკლარირების პროცესის პერმანენტულ მონიტორინგს, რასთან ერთადაც ვახდენთ საგადასახადო რისკების კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირებას. გარდა ამისა, სრული სურათის დასანახად, ვასრულებთ გასული პერიოდების ოპერაციების სიღრმისეულ მიმოხილვასა და რეტროსპექტიულ ანალიზს, რათა შევქმნათ ეფექტური პრევენციული სტრატეგია თქვენი ბიზნესის მაქსიმალური დაცულობისთვის.
როგორ იწყება თანამშრომლობა?
პირველი ნაბიჯი საწყისი შეხვედრაა, სადაც ვეცნობით თქვენს საკითხს და ვთანხმდებით სამუშაოს მოცულობასა და ფორმატზე: ერთჯერადი დასკვნა, პროექტული ჩართულობა თუ მუდმივი მხარდაჭერა.
ერთი ჰაბი
სხვა სერვისები
ფინანსური და ბუღალტრული მომსახურება
- ბუღალტრული ფუნქციის აუთსორსინგი
- ფინანსური მენეჯერის მომსახურების აუთსორსინგი
აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
- აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
- სხვა დაკავშირებული მომსახურება
ERP სისტემის დანერგვა და მხარდაჭერა
- ბიზნეს პროცესების ანალიზი და ოპტიმიზაცია
- ERP პროექტის ფუნქციონალური მოთხოვნების განსაზღვრა და დოკუმენტირება
- სისტემა Odoo-ს ლიცენზიები, დანერგვა და მხარდაჭერა
განვიხილოთ თქვენი საგადასახადო საკითხი
მოგვწერეთ ან დაჯავშნეთ კონსულტაცია და ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ.