BeeWise · ბიზნესის 360°-იანი მართვის ჰაბი

წესრიგი თქვენს ბიზნესში

BeeWise არის ბიზნესის 360°-იანი მართვის ჰაბი, სადაც ფინანსური სიზუსტე, საგადასახადო გამჭვირვალობა და პროცესების ავტომატიზაცია ერთ სისტემაში და ერთ გუნდში ერთიანდება.

beewise.ge
OdooOfficial partner
Live sync

Invoices

98%

auto-synced

Stock accuracy

99.2%

live

Manual entry

−74%

this year

Odoo modules

odoo.com

Salessynced
Inventorysynced
Accountingsynced
Payrollsynced

Odoo ERP - implemented & supported by BeeWise

ჩვენს შესახებ

BeeWise არის გუნდი, რომელმაც ფინანსებისა და საგადასახადო მართვის, ERP სისტემების და აუდიტის მრავალწლიანი გამოცდილება ერთ ძალად გავაერთიანეთ და გადავაქციეთ ერთიან, ინტეგრირებულ ჰაბად, სადაც ციფრები და პროცესები ერთმანეთთან მუშაობენ და არა ერთმანეთის წინააღმდეგ.

მისია

ჩვენი მისიაა უზრუნველვყოთ ისეთი სერვისის მიწოდება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებისა და პრაქტიკული მხარდაჭერის გზით, საქართველოში მოქმედ ბიზნეს სუბიექტებს მისცემს შესაძლებლობას დაძლიონ რთული ფინანსური, საგადასახადო და ავტომატიზაციის გამოწვევები, რაც ბიზნესის ყოველდღიური ზრდისა და განვითარების მყარი საფუძველია.

ხედვა

ჩვენი ხედვაა, რომ BeeWise გახდეს ის პარტნიორი, რომლის ჩართულობითაც ბიზნეს სუბიექტები ნაკლებ დროს დახარჯავენ ფინანსური რისკების პრევენციასა და საოპერაციო ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე და მეტ დროს - ახალი მიმართულებების განვითარებაზე.

ლიდერთა გუნდი

რუსუდან შენგელია

რუსუდან შენგელია

პარტნიორი | ERP მიმართულების ხელმძღვანელი

დავით ლიპარტია

დავით ლიპარტია

მმართველი პარტნიორი

სერვისები

ძირითადი მიმართულებები

BeeWise არის ბიზნესის 360°-იანი მართვის ჰაბი, რომელიც ფინანსურ სერვისებს, საგადასახადო მართვას და ERP სისტემების დანერგვას ერთ სტრუქტურებულ სისტემად აერთიანებს. ჩვენი ამოცანაა შევქმნათ საერთო ლოგიკა, სადაც ციფრები, პროცესები და გადაწყვეტილებები ერთმანეთთან კოორდინაციაში მუშაობს და არა ერთმანეთისგან განცალკევებით.

საგადასახადო მართვა

  • საგადასახადო დავები
  • საგადასახადო კონსულტაცია
  • საგადასახადო შესაბამისობა
  • ტრანსფერ ფრაისინგი
  • ტრანზაქციებთან დაკავშირებული კონსულტაცია
დეტალურად

ფინანსური და ბუღალტრული მომსახურება

  • ბუღალტრული ფუნქციის აუთსორსინგი
  • ფინანსური მენეჯერის მომსახურების აუთსორსინგი
დეტალურად

აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება

  • აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
  • სხვა დაკავშირებული მომსახურება
დეტალურად

ERP სისტემის დანერგვა და მხარდაჭერა

  • ბიზნეს პროცესების ანალიზი და ოპტიმიზაცია
  • ERP პროექტის ფუნქციონალური მოთხოვნების განსაზღვრა და დოკუმენტირება
  • სისტემა Odoo-ს ლიცენზიები, დანერგვა და მხარდაჭერა
დეტალურად

ღირებულებები

კორპორატიული ღირებულებები

ეთიკა უპირველესად

ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ ეთიკური და სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში. ჩვენი მიდგომაა რეალური სურათის ჩვენება, პასუხისმგებლიანი შეფასება და სწორი გზის შეთავაზება - მაშინაც კი, როცა ეს ყველაზე მარტივი გამოსავალი არ არის.

ხარისხი კომპრომისის გარეშე

BeeWise-ის ზრდის მოდელი აშენებულია არა მასშტაბის ნებისმიერ ფასად მიღწევაზე, არამედ იმ პრინციპზე, რომ ხარისხი, სიზუსტე და პროფესიული სტანდარტი არ უნდა დაზარალდეს ზრდის პროცესში. ჩვენ ვიზრდებით იმ ტემპით, რა ტემპითაც შესაძლებელია დავიცვათ მომსახურების სიღრმე, დეტალებზე ორიენტირებულობა და შედეგის სანდოობა.

გუნდური პასუხისმგებლობა

BeeWise-ის საქმიანობა არ დგას ერთ ადამიანზე, ერთ ფუნქციასა ან ერთჯერად ექსპერტიზაზე. ჩვენი მოდელი დაფუძნებულია ცოდნის გაზიარებაზე, გუნდურ გამოცდილებაზე, კოლექტიურ განსჯასა და საერთო პასუხისმგებლობაზე, სადაც გადაწყვეტილებები ძლიერდება გუნდის ჩართულობით და არა - ინდივიდუალური ინტერპრეტაციით.

„ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც ქაოსი გარდაიქმნება სტრუქტურირებულ ყოველდღიურობად და ოპერაციულ დისციპლინად, ხოლო ფრაგმენტული მონაცემები - სრულ სურათად.“
BeeWise

დაგვიკავშირდით