სერვისები · აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით BeeWise-ის მიერ განხორციელებული აუდიტის შედეგი განაპირობებს შესაბამისი ინფორმაციის სანდოობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული მხარეებისთვის.
Assurance
Audit · ISA
Engagement progress
68%
მიმართულებები
რას მოიცავს სერვისი
ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
ასს-ს მიხედვით განხორცილებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შედეგად დასკვნის მომზადება; და ხელმძღვანელობის წერილის წარდგენა აუდიტის პროცესში გამოვლანილი კონტროლის ნაკლოვანებებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შესახებ.
შეთანხმებული პროცედურები და სხვა დაკავშირებული მომსახურება
კომპანიასთან შეთანხმებული პროცედურების შესრულება დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტის (დმსს) 4400-ის (გადასინჯული) - „გარიგებები შეთანხმებული პროცედურების ჩატარებაზე“ შესაბამისად და ანგარიშში აღმოჩენილი ფაქტების, ანუ ჩატარებული შეთანხმებული პროცედურების ფაქტობრივი შედეგების წარდგენა. ასევე, კომპილაციური გარიგების შესრულება კომპანიის ხელმძღვანელობის დასახმარებლად გასული პერიოდების ფინანსური ინფორმაციის მომზადებასა და წარდგენაში.
მიმოხილვა
გასული პერიოდების ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვის ჩატარება მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტი 2400-ის (გადასინჯული) შესაბამისად.
სხვა მარწმუნებელი გარიგებები
მარწმუნებელი გარიგებების შესრულება გასული პერიოდების ფინანსური ინფორმაციის აუდიტისა და მიმოხილვის გარდა მარწმუნებელი გარიგებების საერთაშორისო სტანდარტი 3000-ის (გადასინჯული) შესაბამისად.
ვისთვის არის ეს სერვისი
- საწარმოებისთვის, რომლებისთვისაც კანონმდებლობით აუდიტი სავალდებულოა (პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოები, საზოგადოებრივი დაინტერესების პირები)
- კომპანიებისთვის, რომლებსაც აუდიტს ბანკი, ინვესტორი, დონორი ან უცხოური სათაო კომპანია სთხოვს
- მფლობელებისთვის, რომლებსაც სურთ დამოუკიდებელი ხედვა საკუთარი ბიზნესის ფინანსურ მდგომარეობასა და კონტროლებზე
- ორგანიზაციებისთვის, რომლებიც გარიგებამდე ან რესტრუქტურიზაციამდე ფინანსურ შემოწმებას საჭიროებენ
როგორ ვმუშაობთ
- 1
დაგეგმვა და რისკების შეფასება
ვეცნობით ბიზნესს, ვაფასებთ არსებით რისკებს და ვადგენთ აუდიტის სტრატეგიასა და კალენდარს.
- 2
კონტროლების ტესტირება
ვამოწმებთ, როგორ მუშაობს შიდა კონტროლის სისტემა და რამდენად შეიძლება მას დავეყრდნოთ.
- 3
ძირითადი პროცედურები
ვასრულებთ დეტალურ ტესტებსა და ანალიტიკურ პროცედურებს და ვამოწმებთ არსებით მუხლებს.
- 4
დასკვნა და რეკომენდაციები
წარმოგიდგენთ აუდიტორულ დასკვნასა და ხელმძღვანელობის წერილს კონკრეტული, განსახორციელებელი რეკომენდაციებით.
FAQ
ხშირად დასმული კითხვები
ვისთვის არის აუდიტი სავალდებულო საქართველოში?
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ფინანსური ანგარიშგების აუდიტი სავალდებულოა საზოგადოებრივი დაინტერესების პირებისთვის და პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებისთვის. კატეგორია განისაზღვრება აქტივების, შემოსავლისა და დასაქმებულთა რაოდენობის ზღვრებით. სხვა საწარმოებისთვის აუდიტი ნებაყოფლობითია.
რა განსხვავებაა აუდიტსა და მიმოხილვას შორის?
აუდიტის მიზანს წარმოადგენს გონივრული რწმუნების მიღება იმის თაობაზე, არის თუ არა ფინანსური ანგარიშგება მთლიანობაში თავისუფალი თაღლითობის ან შეცდომის შედეგად გამოწვეული არსებითი უზუსტობებისგან. განსხვავებით სრული აუდიტისგან, მიმოხილვა ძირითადად ეფუძნება ინფორმაციის გამოკითხვას (მენეჯმენტთან და სხვა პერსონალთან) და ანალიტიკურ პროცედურებს, და არა დეტალურ ტესტირებას.
რამდენ ხანს გრძელდება აუდიტი?
ვადა დამოკიდებულია კომპანიის ზომაზე, აღრიცხვის მდგომარეობასა და დოკუმენტების მზადყოფნაზე.
შეუძლია თუ არა BeeWise-ს ერთდროულად აწარმოოს ჩვენი ბუღალტერია და ჩაატაროს აუდიტი?
არა. დამოუკიდებლობის მოთხოვნები კრძალავს ერთი და იმავე კომპანიისთვის ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებასა და მისი ფინანსური ანგარიშგების აუდიტს. თუ BeeWise თქვენს ბუღალტერიას აწარმოებს, აუდიტს სხვა დამოუკიდებელი აუდიტორი ჩაატარებს, ჩვენ კი აუდიტისთვის მომზადებაში დაგეხმარებით.
როგორ მოვემზადოთ აუდიტისთვის?
ყველაზე მნიშვნელოვანია დახურული და შეჯერებული სააღრიცხვო პერიოდის ბუღალტრული ბაზები, ინვენტარიზაციის აქტები, ხელშეკრულებები და საბანკო ამონაწერები, ასევე პასუხისმგებელი პირი, რომელიც აუდიტორთან კომუნიკაციას უზრუნველყოფს. დაგეგმვის ეტაპზე გადმოგცემთ მოთხოვნილი დოკუმენტების სრულ ჩამონათვალს.
ერთი ჰაბი
სხვა სერვისები
საგადასახადო მართვა
- საგადასახადო დავები
- საგადასახადო კონსულტაცია
- საგადასახადო შესაბამისობა
- ტრანსფერ ფრაისინგი
- ტრანზაქციებთან დაკავშირებული კონსულტაცია
ფინანსური და ბუღალტრული მომსახურება
- ბუღალტრული ფუნქციის აუთსორსინგი
- ფინანსური მენეჯერის მომსახურების აუთსორსინგი
ERP სისტემის დანერგვა და მხარდაჭერა
- ბიზნეს პროცესების ანალიზი და ოპტიმიზაცია
- ERP პროექტის ფუნქციონალური მოთხოვნების განსაზღვრა და დოკუმენტირება
- სისტემა Odoo-ს ლიცენზიები, დანერგვა და მხარდაჭერა
გესაჭიროებათ აუდიტორული და სხვა დაკავშირებული მომსახურება?
გვიამბეთ თქვენს მოთხოვნებზე და და შემოგთავაზებთ შესაფერის ფორმატს.