ყველა ვაკანსია

ERP და ავტომატიზაცია

Odoo უმცროსი კონსულტანტი

თბილისიგამოქვეყნდა 28 ივლ 2026განაცხადები ღიაა

აღწერა

BeeWise არის ბიზნესის 360°-იანი მართვის ჰაბი, სადაც ფინანსური სიზუსტე, საგადასახადო გამჭვირვალობა და პროცესების ავტომატიზაცია ერთ სისტემაში და ერთ გუნდში ერთიანდება. BeeWise ეძებს Odoo უმცროს კონსულტანტს, რომელსაც აინტერესებს ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაცია, აქვს ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და სურს განვითარდეს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებაში! თუ გინდა ისწავლო ERP სისტემების დანერგვა, გაიგო, როგორ მუშაობს რეალური ბიზნესი შიგნიდან და გამოცდილ გუნდთან ერთად მიიღო მონაწილეობა ციფრულ ტრანსფორმაციაში, ეს როლი შენთვისაა.

მოვალეობები

  • ბიზნეს-პროცესების დოკუმენტირება: უფროს კონსულტანტებთან ერთად კლიენტის მოთხოვნების შეგროვება, დახარისხება და პროცესების აღწერა.
  • პროცესების რუკის შედგენა (Mapping): არსებული (AS-IS) და სამომავლო (TO-BE) პროცესების დიაგრამების/სქემების აწყობა/აღწერა.
  • სისტემის საბაზისო კონფიგურაცია: Odoo-ს მოდულების (გაყიდვები, CRM, საწყობი, ბუღალტერია/ინვოისინგი და ა.შ.) კონფიგურაცია და ტესტირება მენტორის მეთვალყურეობით.
  • ტესტირებაში მონაწილეობა (UAT): სატესტო სცენარების (Test Cases) მომზადება, ხარვეზების დაფიქსირება და ტესტირების პროცესში დახმარება.
  • მომხმარებელთა მხარდაჭერა და ტრენინგი: კლიენტის თანამშრომლებისთვის ინსტრუქციების/გზამკვლევების მომზადება და პირველადი ტექნიკური/ფუნქციური მხარდაჭერის გაწევა.
  • მონაცემების მომზადება: კლიენტის არსებული მონაცემების (პროდუქტები, პარტნიორები, ნაშთები) დამუშავება Excel-ში და Odoo-ში იმპორტი.

მოთხოვნები

განათლება და გამოცდილება

  • უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) ან მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით.
  • ERP სისტემებთან მუშაობის საბაზისო/თეორიული ცოდნა ან მომხმარებლის დონეზე გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
  • 1 წლამდე გამოცდილება ბიზნეს-ანალიზის, მონაცემთა დამუშავების ან IT მხარდაჭერის სფეროში.

ტექნიკური და ფუნქციური უნარები

  • MS Excel / Google Sheets-ის მაღალ დონეზე ფლობა (ფორმულები, მონაცემთა სტრუქტურირება).
  • პროცესების ვიზუალიზაციის/დიაგრამების აწყობის საბაზისო ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები

  • განგრძობადი ცოდნის გაღრმავების სურვილი.
  • ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულად (ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე).
  • გუნდური მუშაობისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი.

რას გთავაზობთ

  • სწრაფი პროფესიული ზრდა: მუშაობა გამოცდილ კონსულტანტებთან ერთად და რეალურ პროექტებში სწრაფი პრაქტიკული გამოცდილების მიღება.
  • სერტიფიცირება: Odoo-ს ოფიციალური სერტიფიცირების ხელშეწყობა და დაფინანსება.
  • კონკურენტული პირობები: ფიქსირებული ანაზღაურება ზრდის პერსპექტივით.
  • ჯანსაღი კულტურა: მეგობრული გუნდი, სადაც ცოდნის გაზიარება და მხარდაჭერა მთავარი ღირებულებაა.

როგორ შემოგვიერთდე

  • გამოგვიგზავნე შენი CV ან LinkedIn პროფილის ბმული ელ. ფოსტაზე: info@beewise.ge.
  • სათაურის ველში მიუთითე: „Junior Odoo Consultant“.
  • მეილში 2-3 წინადადებით მოგვიყევი, რატომ გინდა Odoo უმცროსი კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის დაწყება.